უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი ახალი ტიპის „ბრეჟნევის დოქტრინას“ ახორციელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი ახალი ტიპის „ბრეჟნევის დოქტრინას“ ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი ახალი ტიპის „ბრეჟნევის დოქტრინას“ ახორციელებს. ამის შესახებ ორბანმა საფრანგეთის „ეროვნული კრების“ ლიდერთან, მარინ ლე პენთან შეხვედრისას ისაუბრა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მიგრაციისა და ღია საზოგადოების საკითხებზე ევროკავშირის „იდეოლოგიურ ზეწოლას“ „ბრეჟნევის დოქტრინა“ უწოდა, რომელიც მოსკოვის ინტერვენციას ითვალისწინებდა.

ვიქტორ ორბანის თქმით, დოქტრინის მოდერნიზებული ფორმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ერთ იდეოლოგიურ ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს. თავის მხრივ, მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარ ნიშნავს თანამშრომლობას, მთავრობათაშორის ორგანიზაციას და მორჩილებისა და იმპერიის სახე გახდა.

ორბანმა და ლე პენმა ევროკავშირი მიგრაციული ნაკადებისა და ენერგო რესურსების ფასების ზრდის გამო გააკრიტიკეს.