უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.

უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კანონმდებლებს მოუწოდა, დაემტკიცებინათ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების კანონპროექტი.

ორბანის თქმით, შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედეთთან ავიაგამანადგურებლების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.