უნგრეთის ნაკრების მოთამაშე ატილა ოსვატი – ზედიზედ ორ მატჩში ვერ გავიტანეთ, ამის გამოსწორებას საქართველოსთან შევეცდებით #1TVSPORT

23:17, 01.10.2026

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, მარკო როსისთან ერთად ატილა ოსვატიც იმყოფებოდა. „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ბუნებრივია, რომ ჩვენი შეტევა გააკრიტიკეს, რადგან ზედიზედ ორ მატჩში გოლი ვერ გავიტანეთ. ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. განწყობა დადებითია.

ვიცით, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა გავაუმჯობესოთ.

წინა შეკრებები შედარებით ხანმოკლე იყო, ახლა კი მეტი დრო გვაქვს, რაც ახალწვეულებს ადაპტაციაში ეხმარება. თუმცა, ამ მხრივ პრობლემა არც მანამდე ყოფილა: ყველა ღია ხასიათისაა, გარემო კი – მეგობრული. ერთად რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ, გუნდური სულისკვეთება მით უფრო უკეთესია“.

უნგრეთი-საქართველოს შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი