უნგრეთის დედაქალაქში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიამართა

20:44, 31.01.2021

უნგრეთის დედაქალაქში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როიტერის ინფორმაციით, დაახლოებით 100 რესტორნის მეპატრონე ჯარიმების მიუხედავად რესტორნების გახსნას მაინც აპირებს.

უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ შეზღუდვებს იმ შემთხვევაში შეამსუბუქებენ თუ „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად დაიკლებს.

უნგრეთში დახურულია სკოლები,რესტორნები და კაფეები, ასევე ღამით კომენდანტის საათია დაწესებული.

ქვეყანაში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უნგრეთში „კოვიდ-19“-ის 367 586 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 12 524 ადამიანი.

უნგრეთი ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელმაც „კოვიდ“-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთიდან და ჩინეთიდან შეიძინა.

მსგავსი