უნგრელი დიპლომატი - უკრაინა თავად არის დამნაშავე, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს ვერ მიაღწია
უნგრელი დიპლომატი - უკრაინა თავად არის დამნაშავე, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს ვერ მიაღწია

უკრაინა თავად არის დამნაშავე, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ტამაშ მენცერის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეჭვს გამოთქვამს უკრაინის სურვილის რეალიზებასთან დაკავშირებით, გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

უნგრელმა დიპლომატმა უკრაინის განათლების კანონიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ უნგრულ უმცირესობაზე ღია თავდასხმის მიუხედავად, ბუდაპეშტი კიევთან მიმართებაში სამართლიან მიდგომას ცდილობს.

უკრაინის განათლების კანონში ენის მუხლთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, უნგრეთმა მინისტრების დონეზე ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა უკვე სამჯერ დაბლოკა.