უმტიტიმ იუვენტუსში გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა
უმტიტიმ იუვენტუსში გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა

როგორც ცნობილია, ტურინის იუვენტუსი ბარსელონას ცენტრალური მცველით, სამუელ უმტიტითაა დაინტერესებული. ბოლო პერიოდში, ფრანგის ტურინში გადაბარგება უფრო და უფრო რეალური ხდება, ვინაიდან მატიას დე ლიხტი ძალიან ახლოსაა ბარსელონაში გადასვლასთან.

ამიტომ, ტურინელებმა შეთავაზება გაუკეთეს უმტიტის, რომლის კატალონიური კარიერა ისედაც ეჭვქვეშაა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა იუვეში გადასვლაზე მტკიცე უარი განაცხადა, იტყობინება – იტალიური ტელეკომპანია რაი (RAI).

როგორც ფრანგი ამბობს, ის მზადაა ბრძოლისთვის და ყველაფერს გააკეთებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად.

სამუელ უმტიტის გარდა, ბიანკონერი ალდერვაირელდის, რუბენ დიაშის, სავიჩის, მანოლასის და ჰუმელსის ვარიანტებს განიხილავს.