უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

4 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მესამე შეხვედრაში იტალიის ნაკრებს ეთამაშებიან. ამ მატჩისათვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

იტალიასთან შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

არგენტინის მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – თამაშს ტრავმის გამო ნიკა ბაბუნაშვილი გამოტოვებს, მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბასა ხონელიძე ითამაშებს, მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ნიკოლაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყო, არგენტინასთან კი არ უთამაშია.

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 14. ლუკა ხორბალაძე („ლელო“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. გიორგი შველიძე („ბრივი“), 11. შალვა აფციაური („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. დავით ხუროშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. ბასა ხონელიძე („ორიაკი“), 3. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 6. რატი ზაზაძე („ნევერი“), 7. ლაშა ციხისთავი („ბეიონი“, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 17. ლაშა ფხაკაძე („ნევერი“), 18. ბადრი ციხისთავი („ბეიონი“), 19. გიორგი გერგედავა („კლერმონი“), 20. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“); 21. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), 22. ნიკოლას რაგოევი („ნევერი“), 23. ვაჟა მიქაძე („ლელო“).

მწვრთნელი: ლადო კილასონია

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი არგენტინის ნაკრებს „მშრალი“ ანგარიშით, 20:0 მოუგო.

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

არგენტინა 2 1 0 1 43-35 5
სამხრეთ აფრიკა 2 1 0 1 59-57 5
იტალია 2 1 0 1 49-69 5
საქართველო 2 1 0 1 43-33 4

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი 5-8 ადგილებისთვის ითამაშებენ, ერთი უარესი მესამეადგილოსანი და ბოლოადგილოსნები კი 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.