უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრები ფრანგული ტურნეს ფარგლებში დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. ილია მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრების მეტოქე, ბოლო ორი წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული, საფრანგეთის ნაკრები იქნება. ფრანგები განვითარებადი ნაკრების სახელით თამაშობენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა იმ 60 მორაგბიდან შეირჩევა, რომლებიც ექვს ერსა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

დღევანდელი მატჩი ლილის მახლობლად, ბერგში ჩატარდება და ის ადგილობრივი დროით 15 საათზე (თბილისის დროით 18 საათი) დაიწყება. რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, განაცხადში ორივე გუნდს 30-30 მოთამაშე ეყოლება, შეცვლების შეუზღუდავი რაოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, მეორე მატჩში, რომელიც 1 მარტსაა ჩანიშნული, გუნდები უკვე 23-23-კაციანი შემადგენლობებით ითამაშებენ.

მოგეხსენებათ ჩვენი ნაკრები წელს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იტალიაში ზაფხულში ჩატარდება .

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დღეს 5 ლეგიონერია – ორივე ბურჯი, ორივე მეორეხაზელი და შერკინების შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი. განაცხადშია 20-წლამდელთა კაპიტანი დემე თაფლაძე, რომელსაც გასულ შაბათს ბელგიის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებში ჰქონდა დებიუტი და საფრანგეთში მყოფ თანატოლებს მოგვიანებით შეუერთდა.

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ხვამლი), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. ლაშა ლომიძე (აია), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი);

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსი ჭიჭიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბაიონა, საფრანგეთი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბაიონა, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. დავით გვიდიანი (ორიაკი, საფრანგეთი), 20. საბა კურტანიძე (ხვამლი), 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), 25. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 26. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 27. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 30. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი).