უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის C ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) მეორე მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინას დაუპირიპისპირდა და 24:16 დაამარცხა.

ეს მატჩი მნიშვენელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვისაც. სამხრეთ აფრიკას ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა ან არგენტინელები ბონუსქულის გარეშე მოიგებდნენ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ნახევარფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებდა.

პირველი ტაიმი არგენტინელებმა 16:7 მოიგეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მეორე ტაიმში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ შეხვედრა 24:16 მოიგო და ნახევარფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები კი მეხუთე ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას.

სატურნირო მდგომარეობა

სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 83-73 9
საქართველო 3 2 0 1 73-50 9
არგენტინა 3 1 0 2 59-59 5
იტალია 3 1 0 2 66-99 5

 

ნახევარფინალში ითამაშებენ:

სამხრეთ აფრიკა-ირლანდია

საფრანგეთი-ინგლისი