უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგული ტურნესთვის ემზადებიან
უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგული ტურნესთვის ემზადებიან

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საფრანგეთში ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. მანამდე კი ილია მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გადის შეკრებას. გუნდი საფრანგეთში 21 თებერვალს გაემგზავრება და ლილის მახლობლად დაბინავდება. ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთის 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, უმცროსი ბორჯღალოსნები 26 თებერვალს და 1 მარტს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთში საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ლეგიონერი დაემატება, მოთამაშეთა ნაწილს კი მწვრთნელები მომდევნო ტურნეზე, სამხრეთ აფრიკაში დაიმატებენ, სადაც აპრილის ბოლოს გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე წელს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. ტურნირი იტალიაში 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრები

შერკინება: ლუკა ახვლედიანი (არმაზი), მამუკა მსტოიანი (აკადემია), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი); გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი), საბა ხონელიძე (აია), გიორგი ტყეშელაშვილი (იუნკერები), ლევან სანიკიძე (არმაზი), ნიკა ნარმანია (არმაზი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), გიორგი სინაურიძე (აია), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (არმაზი), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), დავით ლომიძე (ხარები), საბა კურტანიძე (ხვამლი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი);

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი); სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გივი ცინცაძე (არმაზი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ნიკოლოზ ძნელაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია).

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი, გიორგი ნადარეიშვილი