უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან
უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან

ქართველი მორაგბეები დეკემბრის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორ მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი, 12-გუნდა ელიტაში 2016 წელს დაწინაურდა და გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც „ალაფიდან“ აღზევების წელსვე უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. გაისად, იტალიაში,  20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს!

„ვეცდებით, ნოემბრის ბოლოს ის ლეგიონერებიც დავიმატოთ, რომლებსაც ფრანგული კლუბები გამოუშვებენ. ამ პერიოდში საქართველოში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ჩამოვა, რომელთანაც 2 და 5 დეკემბერს ორი თამაში გვექნება. ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება როგორც ჩვენთვის, ასევე მორაგბეებისთვის. ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რასთან ექნებათ საქმე მსოფლიო ჩემპიონატზე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ თამაშებში ყველა მორაგბეს მივცეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლადო კილასონია.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.