თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თურქეთი ამერიკის მხრიდან სირიელი ქურთების შეიარაღებას არ დაუშვებს
თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თურქეთი ამერიკის მხრიდან სირიელი ქურთების შეიარაღებას არ დაუშვებს

თურქეთი არ დაუშვებს ამერიკის მხრიდან სირიელი ქურთების შეიარაღებას, – ეს განცხადება თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ჰულუსი აკარმა ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სესიაზე გააკეთა.

ნატო-მ უნდა დაინახოს ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის განსხვავება. ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაც ისევე აუცილებელია, როგორც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან, “ფეტოსთან” და სხვა დაჯგუფებებთან. ჩვენ არ დავუშვებთ ქურთული დაჯგუფებების შეიარაღებას პარტნიორების მხრიდან „ანტიტერორისტული ოპერაციის” ფარგლებში”, – განაცხადა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

ჰულუსი აკარი იმედს გამოთქვამს, რომ ნატო ამ შეცდომას არ დაუშვებს.