უკვე ოფიციალურად - „კასპიიმ“ კახა ცხადაძის თანამდებობიდან გათავისუფლება დაადასტურა #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - „კასპიიმ“ კახა ცხადაძის თანამდებობიდან გათავისუფლება დაადასტურა #1TVSPORT

აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში.

ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. სეზონის პირველ ხუთ ტურში აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და 4 გატანილი და 13 გაშვებული გოლით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველი მწვრთნელია, რომელიც მიმდინარე სეზონში გადადგა.