უკვე ოფიციალურად - ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელია #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელია #1TVSPORT

ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ ჩაიბარა – ინფორმაცია ნეაპოლური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

„„ნაპოლი“ მიესალმება ანტონიო კონტეს, რომელიც შეასრულებს მთავარი მწვრთნელის როლს და ხელს აწერს კონტრაქტს, რომელიც კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე დააკავშირებს“, – წერია „ნაპოლის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„ძალიან ვამაყობ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი გახდა. ანტონიო არის საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც, დარწმუნებული ვარ, გუნდი აღორძინებას აუცილებლად დაიწყებს და ეს იქნება ახალი ციკლის დასაწყისი იმის შემდეგ, რაც შარშან „სკუდეტო“ მოვიპოვეთ. იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე მრავალი სეზონის ყოფნის შემდეგ დღეს „ნაპოლის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი ახალი თავი იწერება“, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.

„„ნაპოლი“ მსოფლიო მნიშვნელობის გუნდია. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდის მწვრთნელობით. ერთი რამის დაპირება ნამდვილად შემიძლია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდი და კლუბი წინ წავიდეს. ეს იქნება ჩემი და ჩემის სტაფის მთავარი ვალდებულება“, – განაცხდა ანტონიო კონტემ.