უკვე მეორე გუნდი კარანტინში - მოსკოვის „დინამოში“ ვირუსის აფეთქებაა
უკვე მეორე გუნდი კარანტინში - მოსკოვის „დინამოში“ ვირუსის აფეთქებაა

გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბი მოსკოვის „დინამო“ მთელი შემადგენლობით კარანტინაში გაუშვეს.

საფეხბურთო აგენტ დიმიტრი სელიუკის ცნობით, მოსკოვის „დინამოს“ ორ მოთამაშეს, ნახევარმცველ ჩარლზ კაბორესა და თავდამსხმელ კლინტონ ნ’ჟიეს კორონავირუსზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ და ორივეჯერ დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

14 ივნისს „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „სპარტაკი“ 4:1 დაამარცხა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. „დინამოს“ კლინტონ ნ’ჟიემ დუბლი შეასრულა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრა „კრასნოდარი“ – „დინამო“ 21 ივნისს უნდა გაიამრთოს, მაგრამ ჯერ უცნობია, მოსკოვის „დინამო“ რა შემადგენლობით ითამაშებს.

მოსკოვის „დინამო“ პრემიერლიგის მეორე გუნდია, რომელშიც მოთამაშეებს ვირუსი მასობრივად დაუდასტურდათ. პირველად კარანტინში „როსტოვი“ გაუშვეს, რომელმაც 23-ე ტურში „სოჭს“ დუბლშემადგენლობა დაუპირისპირა და 1:10 დამარცხდა, რაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო შედეგია,

ამასთან კავაშირებით, გამოცემა „ჩემპიონატმა“ გულშემატკივრებში გამოკითხვა დაიწყო, სადაც მთავარი კითხვაა – ამ ვითარებაში, უნდა შეჩერდეს თუ არა რუსეთის ჩემპიონატი.