უკრაინა საფრანგეთისგან 55 ვერტმფრენს ყიდულობს
უკრაინა საფრანგეთისგან 55 ვერტმფრენს ყიდულობს

უკრაინა 55 ფრანგულ ვერტმფრენს ყიდულობს. საფრანგეთისა და უკრაინის მთავრობას შორის შეთანხმების რატიფიცირება უკრაინის პარლამენტმა დღეს მოახდინა. კონტრაქტის ღირებულება 551 მილიონი ევროა.

ფრანგული Airbus-ის ფირმის შვეულმფრენების შეძენის თაობაზე ხელშეკრულებას 29 მაისს ხელი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენი ავაკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა მოაწერეს. შეთანხმება საჰაერო სივრცის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენებს სტიქიური უბედურების დროს მოქალაქეთა ევაკუაციისთვის, ასევე ხანძრების ლიკვიდაციისა და სხვა საგანგებო სიტუაციებში გამოიყენებენ.