უკრაინული „ბოინგის“ კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად რუსული რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდებას განიხილავენ 
უკრაინული „ბოინგის“ კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად რუსული რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდებას განიხილავენ 

უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზებად რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენება, ტერაქტი, ძრავის აფეთქება და უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახება სახელდება.

უკრაინის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, მთავარ ვერსიებს შორის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ტორის“ რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდება განიხილება, რადგანაც ავიაკატასტროფის ადგილის სიახლოვეს რუსული რაკეტის ფრაგმენტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში უკვე გამოჩნდა.

დანილოვის თქმით, უკრაინელი ექსპერტები ირანში იმყოფებიან და ავიაკატასტროფის ადგილზე მისვლის შემდეგ, პირველ რიგში, რუსული რაკეტის ფრაგმენტებს მოძებნიან.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.

დატოვე კომენტარი