უკრაინული სადამკვირვებლო ჯგუფი „დიფ სთეითი“ - რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში დონეცკის რეგიონის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა
უკრაინული სადამკვირვებლო ჯგუფი „დიფ სთეითი“ - რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში დონეცკის რეგიონის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა

რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში დონეცკის რეგიონის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სადამკვირვებლო ჯგუფი „დიფ სთეითი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიის ნაწილები კატერინოვკასა და იურიევკაში შევიდნენ.

„დიფ სთეითის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასევე წინ წაიწიეს ცხრა დასახლებული პუნქტის მიმართულებით.

პარალელურად, აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება, რომ, ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო დამკვირვებლის თანახმად, რუსებმა აიღეს კატერინოვკა, ელიზავეტოვკა, ილინკა და, სავარაუდოდ, რომანოვკა უგლედარის ჩრდილო-აღმოსავლეთით.