უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერკასის ცენტრი დაბომბა
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერკასის ცენტრი დაბომბა

რუსეთმა დილით უკრაინის ქალაქ ჩერკასის ცენტრი დაბომბა. ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი ცხრა დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებული ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

„გრძელდება ნანგრევების გაწმენდა რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე. მოცემული მომენტისთვის ცნობილია ცხრა დაშავებულის შესახებ“, – წერს ტაბურეცი.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქში დანგრეულია სასტუმროს შენობა, ასევე ხანძარი გაჩნდა ბაზრის სავაჭრო პავილიონებში. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.