უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 19 ადამიანი
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 19 ადამიანი

რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 19 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მეტროსადგური, სასტუმრო, ავტომობილები და სხვა ობიექტები.

დაბომბვის შედეგად დაზარალდა შევჩენკოვსკის, პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.