უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
რუსულმა მხარემ ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზე, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, დაზიანებულია რამდენიმე დასახლებულ ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოლქის გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად ხარკოვის ოლქის სამი დასახლებული პუნქტი დაზარალდა.