უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებასა და მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, შეთანხმდნენ მოლაპარაკების გაგრძელებაზე.
„დასრულდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. არის გარკვეული პოზიტიური პროგრესი ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში. გაგრძელდა ინტენსიური კონსულტაციები მთავარ პოლიტიკურ რეგლამენტზე, ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, – წერს პოდოლიაკი.