უკრაინული მხარის ცნობით, კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშნიკი „ტელეგრამის“ არხზე წერს. უკრაინული მხარის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები. ერთ-ერთ რაიონში მდებარე ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე 273 უპილოტო საფრენი აპარატით მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 88 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.
მედის ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის გარდა, დაზარალდა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები.