უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
უკრაინის დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის არმია დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებას სხვადასხვა ტიპის შეირაღებით დაესხა თავს. უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის” ანგარიშის თანახმად, დონეცკის ოლქში რუსული არმია ხუთ დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემით და უპილოტო აპარატებით განახორციელეს შეტევა ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რეგიონზე. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და მრავალსართულიანი შენობის ფასადი, გაჩნდა ხანძარი. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლებულ პუნქტზე 457 დარტყმა განახორციელეს.