უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკის ოლქში რუსეთის მხრიდან იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

12:15, 28.04.2025

დონეცკის ოლქში რუსეთის მხრიდან განხორციელებული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

„დაბომბვის შედეგად 76 და 78 წლის ცოლ-ქმარი დაიღუპა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო ადგილობრივმა 47 წლის მცხოვრებმაც“,- აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. ჯერ უცნობია, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა.

მსგავსი