უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას სთავაზობს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას სთავაზობს.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის გამო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს გამოაცხადა. მას შემდეგ საომარი მდგომარეობა პრეზიდენტის ინიციატივით უმაღლესმა რადამ 30 დღით ორჯერ გაახანგრძლივა.