უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქში რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან ცეცხლი 125-ჯერ გახსნეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ხარკოვის რეგიონზეც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა გაისმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკშიც, თუმცა რეგიონში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 16 საავიაციო შეტევა განახორციელა.