რადაში ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე მსჯელობას ვლადიმირ ზელენსკი დაესწრება
Ukrainian parliament deputies vote in Kiev on February 21, 2014. Ukraine's parliament on Friday voted to return the ex-Soviet country to its 2004 constitution, which limits the president's powers and gives lawmakers the right to appoint key ministers. The constitutional change was supported by 386 deputies in the 450-seat Verkhovna Rada shortly after President Viktor Yanukovych and top opposition leaders signed a deal to end the country's three-month political crisis. AFP PHOTO / GENYA SAVILOV (Photo by GENYA SAVILOV / AFP)
უმაღლეს რადაში დღეს პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის სხდომას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დაესწრება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა იქნება. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „შტაინმაიერის ფორმულას“ ათანხმებს.
აღსანიშნავია, რომ დილიდან უკრაინის პარლამენტთან ნაციონალისტები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.
ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს. თუმცა გეგმის თანახმად, მანამდე დონბასში არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც დოკუმენტითაა გათვალისწინებული, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი, საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ეუთო არჩევნებს სამართლიანად აღიარებს.