უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი სამხედრო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი სამხედრო

სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი სამხედრო, – ინფორმაციას გამოცემა „უნიანი“ სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეზე, დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ მტრის არტილერიამ დაარტყა სამხედრო ნაწილს. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და მოხალისეები. დაღუპული ბევრია. ახლა ამზადებენ საფლავებს. გარდაცვლილია 70-მდე უკრაინელი მებრძოლი“, – ნათქვამია საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

ჟივიცკი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი დანაკარგია მოწინააღმდეგის მხარეს.