უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაშავებულია შვიდი ადამიანი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაშავებულია შვიდი ადამიანი

ღამით რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე. დაშავებულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს.

კლიჩკოს თქმით, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ზოგ რაიონს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

„საჰაერო იერიშის დროს აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში, სადაც გაზის მილი დაზიანდა. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას“, – წერს კლიჩკო.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. პოპკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.