უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა უკრაინასთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა უკრაინასთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინასთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება.

შეთანხმება ამ ეტაპზე ერთწლიანია და მათ შორის თანამგზავრული მონაცემებით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს.

უკრაინის დასახმარებლად რესურსების მობილიზებასთან, ასევე გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში დახმარებასთან დაკავშირებით, უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ 28 თებერვალს განაცხადა.