უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხარკოვში სტუმრობის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხარკოვში სტუმრობის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხარკოვში სტუმრობის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხები.

29 მაისს ზელენსკიმ სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ხარკოვში შეხვედრა გამართა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასათვალისწინებელია პანელური სახლების მოხსნის შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით დანგრეულ ტერიტორიებზე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღემდე ხარკოვში რუსეთის არმიის მოქმედებების შედეგად 2 229 მრავალსართულიანი შენობა დაინგრა, საიდანაც 225 მთლიანად განადგურდა. ხარკოვში, ყველაზე მეტად ქალაქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მიკრორაიონები დაზიანდა.