უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ ხერსონის საცხოვრებელი ზონების დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი ზონები დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრნოდბით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებითა და არტილერიით განახორციელეს, რის გამოც საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ჭურვები დაეცა საბავშვო მოედანზეც.