უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან 23-ჯერ გახსნეს ცეცხლი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან 23-ჯერ გახსნეს ცეცხლი

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან 23-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმტყორცნებითა და არტილერიით 17 დასახლება დაბომბეს, ბახმუტის მიმართულებით კი – 13 დასახლებული პუნქტი.

ხერსონის მიმართულებით რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალდა ხერსონი, ასევე 14 დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიამ რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის საცავებზე და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებზე მიიტანა იერიში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის ცაში სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავები და რამდენიმე საჰაერო ბურთი გაუშვა.