უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში წინ წაიწიეს, გრძელდება ქუჩის ბრძოლები
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში წინ წაიწიეს, გრძელდება ქუჩის ბრძოლები

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის შიგნით წინ წაიწიეს, გრძელდება ქუჩის ბრძოლები. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიტუაცია სევეროდონეცკში მაქსიმალურად რთულია. ოკუპანტებმა შეძლეს ტერიტორიებში გვერდებიდან ზეწოლა იქ, სადაც სასტუმრო „მირი“ არის განთავსებული, ასევე ქალაქის შიგნით ცოტა წინ წაწევა. იქ ახლა მიმდინარეობს და გაგრძელდება ქუჩის ბრძოლები“, – განაცხადა გაიდაიმ ტელეგრამარხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მან სევეროდონეცკის მცხოვრებლებს მოუწოდა, ქუჩაში არ გავიდნენ და დარჩნენ თავშესაფრებში.

დღეს ლისიჩანსკთან რუსულმა ძალებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ლუგანსკის ოლქში ევაკუაციის პროცესი შეწყდა.