უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით, ერთი მიმართულებით 100 000 ჯარისკაცი შეკრიბა
რუსეთის ფედერაციამ უკრაინის აღმოსავლეთით, ერთი მიმართულებით 100 000 ჯარისკაცი შეკრიბა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაფხულის შეტევითი კამპანიის დროს რუსების ძირითადი ძალები კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულებით, რათა სცადონ გადაადგილება კონსტანტინოვკისკენ.
უკრაინული მედია წერს, რომ ახლა ფრონტზე ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა – პოკროვსკოე (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, კონსტანტინოვკას მიმართულებით) და ნოვოპავლოვსკოე (ოკუპანტების მცდელობა, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდნენ), სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.