უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 20-მდე ადამიანი დაშავდა.

რუსეთის სარაკეტო იერიშები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა. გარდა ამისა, მეტროპოლიტენი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა, რადგან ხალხი მას თავშესაფრად იყენებს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ, რუსეთის სარაკეტო იერიშების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სრული გამორთვის რეჟიმზე გადავიდა. ადგილზე ახლა დიზელის ყველა გენერატორი მუშაობს.