უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს

12:08, 11.10.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 11 ოქტომბერს უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში ორი რაკეტა გაანეიტრალეს.

უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის რეჟიმი ისევ გრძელდება და ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ხმელნიცკის რეგიონში კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის.

მსგავსი