უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანა.
„რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს საცხოვრებელი უბნის ცენტრს. ამ დროისთვის უკვე 12 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებულია“, – თქვა ალექსანდრ ვილკულმა.
ადგილობრივი ტელეგრამარხების ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტა ხალხმრავალ ადგილას, კვების ერთ-ერთ ობიექტთან ახლოს აფეთქდა.