უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი

18:56, 04.07.2023

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონზე თავდასხმის შედეგად დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი.

ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიში, წინასწარი ინფორმაციით, ფუგასური ჭურვით განხორციელდა დაბომბვა.

აღნიშნულის შედეგად ასევე დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსები.

მსგავსი