უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აღნიშნავს, საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში საოლქო ცენტრზე მიიტანეს.

ამასთან, ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივნის ანატოლი კურტევის ცნობით, მოწინააღმდეგის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაზიანებულია სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი უცნობია.