უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს, დაშავებულია ოთხი ადამიანი
რუსეთის ძალებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი.
„დღეს, საღამოს მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა სუმის სასწავლო დაწესებულების შენობაზე, სადაც განთავსებულია სოციალურ-ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი და ბავშვთა სახლი“, – ნათქვამია სუმის საოლქო ადმინისტრაციის განცხადებაში.
სუმის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, შენობა ქალაქ სუმის საცხოვრებელ მიკრორაიონში მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შემდეგ ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.