უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კიევში 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
„დარნიცის რაიონში დრონი 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მე-12-დან მე-16 სართულების დონეზე მოხვდა. კორპუსის ეზოში ავტომობილებიც იწვის. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მიემართებიან“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
კიევის საქალაქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 59 წლის ქალი და კორპუსთან ახლოს, ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი.
ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი.