უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხარკოვზე და დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხარკოვზე და დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

რუსეთის ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. დაიღუპა 46 წლის ქალი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში ხარკოვის ორ რაიონზე მიიტანა, დაიბომბა სამრეწველო და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ღამით „გრადებიდან“ დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლიც. დაშავებულია ოთხი ადამიანი.

მედიის ცნობით, დაზიანებულია 30-ზე მეტი მრავალსართულიანი და კერძო სახლი, ასევე სკოლა და ადმინისტრაციული შენობები.

წყლის სატუმბი სადგურის დაზიანების გამო, ნიკოპოლი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.