უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად დონეცკის ქალაქ ტორეცკში რვა ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად დონეცკის რაიონის ქალაქ ტორეცკში რვა ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაჭრილებს შორის არის სამი მცირეწლოვანი ბავშვი.
წინასწარი ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლის შედეგად რუსეთი მიერ ნასროლი ჭურვები ტორეცკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ჩამოვარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საარტილერიო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ეკლესია და დაჭრილია მღვდელი.
დონეცკის ადმინისტრაციის უფროსი მოქალქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.