უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების რვა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 ოქტომბრის საღამოს ირანული წარმოების რვა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონები Shahed-136 დაახლოებით 21:00 საათზე ჩამოაგდეს.
ამას გარდა, დაახლოებით 15:00 საათზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებული კალიბრის ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.