უკრაინული მედიის ცნობით, ნიკოლაევში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა
ნიკოლაევში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის მერზე, ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიისვე ცნობით, დაშავებულთაგან ცხრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთი ბავშვია. ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს.
თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 15-მდე ავტოფარეხი დაზიანდა.