უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა შენობები
უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა შენობები

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის ბავშვიც. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციასა და მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვანები.

არის ნგრევა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

დარნიცის რაიონში დაზიანება დაფიქსირდა, სულ მცირე, ექვს ლოკაციაზე, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებში. ასევე დაზიანებულია კერძო სახლი და საბავშვო ბაღი. დნეპრის რაიონში დაზიანდა 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ავტომობილები, ცეცხლი გაჩნდა საოფისე შენობაში.

კიევის მერიის ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი ასევე გახდა სოლომენსკისა და შევჩენკოვსკის რაიონები.

დაზიანდა დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრიც.