უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის რაიონული მეთაურის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

თბოელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, ხარკოვი და რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამხარეო მეთაურის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ბრიგადები მუშაობენ და მიუხედავად მტრის მცდელობისა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით შეცვალოს, ვითარება კონტროლირებადია.