უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს

გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე რუსი სამხედროები უკრაინის არმიის ნაწილების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ. 26 დასახლებული პუნქტი ტანკებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსებმა ბახმუტისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აქტივობა იზრდება ოკუპირებულ მარიუპოლში და ქალაქის გარშემო. პარალელურად, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ რუსული ჯარების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები ხუთჯერ დაბომბა.